მეორე ქამბექი და განაღდებული მეოთხედფინალის საგზური საქართველოს ფუტსალის ნაკრებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატში საკუთარი ისტორია უკვე დაწერა.
D ჯგუფის მეორე ტურში ქართველები ბოსნია-ჰერცოგოვინას შეხვდნენ და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
აზებაიჯანთან მატჩის მსგავსად,აქაც ქამბექი განვითარდა.
ანგარიში ბოსნიელებმა მატჩის მეშვიდე წუთზევე გახსნეს.ნერმან კაჰვეჯის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება ზვიად კუპატაძემ ვერ შეძლო.
ტაიმში მეტი გოლი არ უნახავს გულშემატკივარს.
შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველმა ფუტსალელებმა იმარჯვეს და 8 წუთში 2 გოლი გაუტანეს მეტოქე გუნდს.
თალეს ფეიტოსა და ბრუნო პეტრი სწორედ ამ გოლების ავტორები გახდნენ.
შეხვედრის დასრულებამდე ორივე გუნდს ქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა,თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტნის და გოლკიპერის,ზვიად კუპატაძის წყალობით ეროვნულმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და საერთო შედეგის მიზედვით 6 ქულით საქართველო ჯგუფის ლიდერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში ეროვნული ნაკრები ესპანეთს 29 იანვარს შეხვდება,რომელმაც თავის მხრივ აზერბაიჯანთან ფრე ითამაშა.