მექსიკაში ბავშვი სამი მშობლისგან დაიბადა [Photo/video]
2016 წლის აპრილში მექსიკაში პირველი ბავშვი დაიბადა, რომლის ჩასახვა მესამე ადამიანის მიტოქონდრიული დნმ-ის გამოყენებით განხორციელდა. ინფორმაციას ჟურნალი New Scientist ავრცელებს.
„სამი მშობლის“ მეთოდი დედის კვერცხუჯრედში დონორი ქალის დნმ-ის მიტოქონდრიების გადანერგვაში მდგომარეობს. შედეგად, ბავშვი მიტოქონდრიულ დნმ-ს მესამე პირისგან იღებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მეთოდი ბავშვზე დედის ისეთი მუტაციების გავლენას შეაჩერებს, რომელიც დიაბეტის სინდრომსა და სიყრუეს იწვევს.
ოპერაცია ამერიკელმა ქირურგმა, ჯონ ჩანმა მექსიკაში ჩაატარა, ვინაიდან ამჟამად აშშ-ის კანონები აღნიშნული მეთოდის გამოყენებას კრძალავს.
ექიმ ჩანს იორდანელმა წყვილა მიმართა, რომელსაც ორი შვილი ლეის სინდრომით დაეღუპა. ეს არის მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელსაც ნეირომეტაბოლური სინდრომი ახლავს. მისი სიმპტომებია:
·გულისრევა, ღებინება;
·სხეულისმასისსწრაფიდაკლება;
·მადისგაუარესება;
·ფსიქომოტორულიგანვითარებისშეფერხება;
·ტონიკო-კლონურიკრუნჩხვები;
·კუნთებისდისტონიური, ჰიპოტონიურიშეტევები;
·რესპირატორულიანომალიები;
·კიდურებისტრემორი;
·კოორდინაციისდარღვევა;
·ყლაპვისფუნქციისდარღვევა;
·მხედველობითინერვებისატროფია;
·მყესებისრეფლექსებისდარღვევა;
·გონებისდაკარგვა;
·სწრაფიდაღლა;
·ძილიანობა.
ექიმმა ჩანმა ოპერაციის დროს დონორი ქალის მიტოქონდრიული დნმ-ი დედის კვერცხუჯრედში შეიყვანა და ამ მეთოდით მისი შთამომავალი ლეის სინდრომისგან დაიცვა.
როგორც ჟურნალი წერს, ახალშობილი ბიჭი ახლა უკვე 6 თვისაა და მას ჯანმრთელობის ნეგატიური ფაქტორები არ აღენიშნება.