მექსიკის ციხეში 52 პატიმარი დაიღუპა [Photo/Video]
მექსიკის ჩრდილოეთით, ქალაქ მონტერეის მახლობლად განლაგებულ ციხე “ტოპო ჩიკო”-ში, ბანდდაჯგუფებებს შორის ატეხილი შეიარაღებული კონფლიქტის გამო 52 პატიმარი დაიღუპა, – გვაცნობებს BBC.
ნუევო-ლეონის შტატის გუბერნატორმა, ხაიმე როდრიგესმა განაცხადა, რომ კიდევ 12 ადამიანი მძიმედა დაჭრილი. მისი თქმით, დაპირისპირებულმა მხარეებმა ცივი იარაღი და ბეისბოლის ხელკეტები გამოიყენეს.
მეამბოხეებმა ციხის საწყობი დაწვეს, მაგრამ პენიტენციარული დაწესებულებიდან გაქცევა ვერცერთმა მოახერხა, – ამტკიცებს ადგილობრივი ხელისუფლება.
პოლიციის მონაცემებით, ბრძოლა ცნობილ ნარკო-კარტელ “სეტასსა” და მის მოწინააღმდეგე კარტელ “გოლფოს” წევრებს შორის გაჩაღდა. პატიმრების ნათესავები ციხის კარიბჭესთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მათი ახლობლების ბედის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.
ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ სიუდად-ხუარესს უნდა ეწვიოს, რომელიც პლანეტის ყველაზე კრიმინალურ ქალაქად ითვლება, და პატიმრებს გაესაუბროს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველი ორგანიზაციები მექსიკის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ქვეყნის ციხეებში პატიმრები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. როგორც ცნობილია, პატიმრებს ხალხით სავსე საკნებში იატაკზე სძინავთ, სადაც ანტისანიტარია სუფევს და სახანძრო უსაფრთხოებაც დაცული არ არის.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29334″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]