საქართველოსიახლეები
მექსიკის საზღვარზე 791 მიგრანტი დააკავეს
მექსიკის ხელისუფლებამ სამხრეთ საზღვარზე ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა. ,,როიტერის” ინფორმაცით, შედეგად, დაკავებულია 791 არალეგალი მიგრანტი, რომლებიც საზღვარზე გადასხვლას სატვირთო ავტომობილებით ცდილობდნენ.
მექსიკის ეროვნულმა გვარდიამ სამხრეთ საზღვარზე პატრულირება მას შემდეგ გაააქტიურა, რაც აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მექსიკას მიგრაციის შესაზღუდად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალა, ტრამპმა კი თავისმხრივ, სანქციების დაწესება გადაიფიქრა.