მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

მერაბ დვალიშვილმა ქამარი მეორედ დაიცვა-გამარჯვბის შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს მიესალმა რომელიც ორთაბრძოლას ესწრებოდა

თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, მერაბ 34 წლის დვალიშვილი ოქტაგონს დაუბრუნდა და სუპერ მსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. მან შონ ო”მალი დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით მებრძოლი შონ ომალი დაამარცხა.

ორთაბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.

ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.

ამასთან მერაბ დვალიშვილი UFC 316-ზე გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ „Performance of the Night“-ის, ანუ „საღამოს საუკეთესო გამოსვლის“ ბონუსით დაჯილდოვდა.

ქართველმა მებრძოლმა შონ ო’მალის რევანშის შანსი არ დაუტოვა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. UFC-ის ორგანიზატორებმა მისი ასპარეზობა საღამოს საუკეთესო გამოსვლად შეფასეს და ის დამატებით 50 000 დოლარს მიიღებს.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.

ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ის ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button