მერაბ ტურავას განმარტება [Audio]

რატომ არ გამოცხადდა მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში? – მოსამართლე პირველ კომენტარს აკეთებს.

მოუსმინეთ მერაბ ტურავას სატელეფონო კომენტარს, რომელსაც ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავასთან კლინიკაში მივიდა. რამდენიმე მოსამართლესთან ერთად გიორგი პაპუაშვილი მედინაში კომენტარის გარეშე შევიდა. თუმცა კონსტიტუციური კონტროლის ორგანო ავრცელებს განცხადებას, რომ დღეს ტურავას გადაწვეტილებას ხელმოწერის საშუალებას კიდევ ერთხელ, მისი ადგილსამყოფელის მიხედვით მისცემენ.

წერილში მოსამართლის მხრიდან შესაძლო კანონდარღვევაზეა საუბარი და განმარტებულია, რომ მერაბ ტურავამ გუშინ ხელმოწერაზე უარი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზებით რამდენიმეჯერ თქვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა ბათუმში კლინიკა “მედინას” ტერიტორია დაახლოებით 15 საათზე უკომენტაროდ დატოვეს. ჟურნალისტებისთვის უცნობია, მოეწერა თუ არა ხელი ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხება.
გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები “მედინაში” მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავასთან ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავას 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი წევრი მერაბ ტურავა სასამართლოში არ მივიდა. მიზეზად მისი ავადმყოფობა დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button