მერაბიშვილს და ადეიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

გამოძების მტკიცებით, საქმე ეხება სამართალწარმოების პროცესში კერძო საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button