მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Mercedes Benz-ი რუსეთიდან გასვლას აანონსებს

გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე. Mercedes Benz თავისი შვილობილი კომპანიების აქციებს ადგილობრივ ინვესტორს მიჰყიდის, მათ შორის მოსკოვის ოლქში მდებარე ავტოქარხანას.

სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ აქციების 15-პროცენტიან წილზე, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом-ი, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის.

“ინტერფაქსის” თანახმად, უწყება გეგმავს კომპანიას პარტნიორის შერჩევაში დაეხმაროს.

მიმდინარე თვეში რუსეთის ბაზარი იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მაც დატოვა, რომელმაც თავისი ბიზნესი რუსეთში სახელმწიფო კომპანიას ერთ ევროდ გადასცა, რითაც 687 მილიონი დოლარი იზარალა. მანამდე, თავისი აქციების საკონტროლო პაკეტი ერთ რუბლად რუსულ „ავტოვაზს“ ფრანგულმა კომპანია Renault-მ გადასცა…

თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბის აგრესიის დაწყების შემდეგ, ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, 320 კომპანიამ კი მთლიანად დატოვა რუსეთის ბაზარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button