მნიშვნელოვანისაქართველო

მერიამ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს აქციის ადგილის დატოვება მოსთხოვა

კარვების გაშლის აკრძალვის შემდეგ, შვილმოკლულ მამებს, ხელისუფლება, ღია ცის ქვეშ პროტესტსაც უკრძალავს.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ. მერიის უარს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს. ზაზა სარალიძის თქმით, ის პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არც მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავს. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ახალ წელს საახალწლო ნაძვის ხესთან უნდა მივიდნენ, სწორედ ის და ზაზა სარალიძე დაიცავენ.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა ►

თბილისის მერის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს და მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კახა კალაძის თქმით, შვილმოკლულ მამებს შეუძლიათ, თბილისში სხვა ადგილი მოძებნონ და აქცია იქ განაგრძონ.

კახა კალაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button