მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მერიასთან აქციის მონაწილე დააკავეს

ხმაურიანი აქცია თბილისის მერიასთან დაკავებით დასრულდა – დაკავებულია “ლეიბორისტული პარტიის” ახალზგრადული ფრთის წარმოამდგენელი. მამუკა ჯუღელს პოლიციამ ხელბორკილები ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის, უფრო კონკრეტულად კი, სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაადო.

“ლეიბორისტული პარტიის” მერობისა და ვიცე მერობის კანდიდატები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტის კიდევ ორი კვირით შეჩერებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერის სახელზე განცხადება მერიის კანცელარიაში დატოვეს, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქტივისტებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

მსგავსი პოსტები

Back to top button