მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მერიების მიერ ეპარქიებისთვის გადარიცხული საბიუჯეტო თანხები

ახალციხისა და ბორჯომის მერიები იმ 10 მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდნენ, რომლებმაც 2016-2020 წლებში ადგილობრივ ეპარქიებს ყველზე მეტი თანხა ჩაურიცხეს. ორივე მუნიციპალიტეტისგან ცალ-ცალკე ეპარქიებისთვის გაცემული თანხა ნახევარ მილიონს აჭარბებს.

„აი, ფაქტის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში (2016-2020) ახალციხის მუნიციპალიტეტმა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას ჯამში 530 153 ლარი ჩაურიცხა. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა კი, – 759 640 ლარი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2016-2020 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ეპარქიებს 18 მილიონი ლარი გადაურიცხეს.

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საერთო ჯამში მიიღო:

2016 წელს – 3.8 მლნ
2017 წელს – 4.3 მლნ
2018 წელს – 4.3 მლნ
2019 წელს – 4.8 მლნ
2020 წელს – 1.8 მლნ.

10 მუნიციპალიტეტიდან ოთხი, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა მისცეს ეპარქიებს, იმერეთში მდებარეობს; ორი, – სამცხე-ჯავახეთში; სამი, – სამეგრელო-ზემო სვანეთში; ერთი კი, – შიდა ქართლში.

სამტრედია – 1.05 მლნ ლარი
მესტია – 874 000 ლარი
ბორჯომი – 759 640 ლარი
ხონი – 693 000 ლარი
ზესტაფონი – 656 860 ლარი
ახალციხე – 530 153 ლარი
ფოთი – 438 400 ლარი
წყალტუბო – 389 378
ხაშური – 389 058 ლარი
ზუგდიდი – 380 000 ლარი

არსებობენ ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებსაც 2016-2020 წლებში ეპარქიებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ მიუციათ. ასეთი მუნიციპალიტეტები ძირითადად, აჭარასა და კახეთშია:

– ქუბულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი, ქედა;
– ახმეტა, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, გარდაბანი, მცხეთა;

“აი ფაქტმა” ინფორმაცია გადარიცხვების შესახებ გამოითხოვა ყველა მუნიციპალიტეტისგან. გამოცემას არ უპასუხა ბოლნისისა და ადიგენის მერიებმა. სხვების მიერ გადარიცხული თანხების შესახებ, დეტალურად, ექსელის ამ დოკუმენტიდან შეიტყობთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button