მნიშვნელოვანირეგიონი

მერიის მიერ სანახევროდ გაკეთებული საქმე – მოხუც ცოლ-ქმარს თავზე აწვიმს [Video]

ლაგოდეხში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი, 79 წლის ლიდია სიმიონოვა და 80 წლის ემანუელ სიმიონოვი ამბობენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი გასაჭირში მიატოვა.

მოხუცების პრობლემა, მათივე საცხოვრებელი სახლის სახურავია, რომელიც წლების წინ, სიძველის და სტიქიის გამო დაზიანდა. ლიდია სიმიონოვა გვეუბნება, რომ მერია მათ სანახევროდ დაეხმარა. სახლის გადასახურად მხოლოდ მასალა მისცა, მუშა ხელის გამოყოფაზე კი უარს ეუბნებიან.

სიმიონოვას თქმით, მათი საპენსიო შემოსავალი მხოლოდ საკვებისთვის და მედიკამენტებისთვის არის საკმარისი და მუშა ხელის დაქირავებას უბრალოდ ვერ ახერხებენ.

მოხუცი ცოლ-ქარი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მუშა ხელის გამოყოფით თხოვნით მერიას კიდევ ერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან ისევ უარი მიიღეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურა ჯაფარიძე გვეუბნება, რომ მერია ვერ დაეხმარება ვერავის მუშა ხელით რადგან ამის უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, მხოლოდ მასალით დახმარება შუძლიათ და დანარჩენი მათ თავად უნდა გააკეთონ.

ჯაფარიძე იმასაც ამბობს, რომ “ამ შემთხვევაში მხოლოდ ადამიანების კეთილი ნების მოლოდინი აქვს, რათა სიმიონოვების ოჯახს ჭერი გადაუხურონ, სხვა შემთხვევაში მერია ვერ დაეხმარება ვერაფრით”.

მსგავსი პოსტები

Back to top button