მერიის პრესსამსახურმა რადიო თბილისს პრეტენზიით დაურეკა

თბილისის მერიის პრესსამსახურიის წარმომადგენელმა თეო ლალიაშვილმა რადიო თბილისის რეპორტიორს ეთო შაყულაშვილს პრეტენზიებით დაურეკა.
ლალიაშვილმა პრეტენზია გამოთქვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო მასთან შეთანხმებული ის კითხვები, რომელიც კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ია მაქაცარიას მისამართით დაისვა.
რადიო თბილისი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რეპორტაჟს ამზადებს, რომელშიც თბილისელები, ოპოზიციის წარმომადგენლები და ანალიტიკოსი, თბილისობასთან დაკავშირებით, შენიშვნებს გამოთქვამენ.
მოუსმინეთ აუდიოს: