მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ მხოლოდ 668 ექიმმა გაიკეთა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინაარდმეგო ვაქცინა მხოლოდ 668 ექიმმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფრომაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე, სადაც მედპერსონალი COVID – 19-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის თარიღსა და ადგილს ირჩევს, 4 202 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირებული

ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

შეგახსენებთ, NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button