მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს”

Tbilisi Pride თბილისის მერ კახა კალაძეს წერილით მიმართავს, რომ 17 მაისს ქალაქის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს. როგორც Tbilisi Pride-ს წევრმა, გიორგი თაბაგარმა On.ge-ს უთხრა, ანძის განათება სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშანი იქნება.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს, კამპანიის ფარგლებში, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, ლგბტ დროშები აივნებიდან და სხვადასხვა სივრციდან გადმოფინონ. თაბაგარის თქმით, კამპანიაში ჩართვისკენ მერიასაც მოუწოდებენ.

“განათებული ანძა სხვადასხვა ფერში არაერთხელ გვინახავს და იგივე თხოვნით გვინდა მივმართოთ თბილისის მერს, რომ ამ დღეს, სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, განათდეს ანძა ცისარტყელის ფერებში”. — აღნიშნა თაბაგარმა.

აქტივისტი თამაზ სოზაშვილი ამბობს, რომ ანძის განათება იქნება მთავრობის პოლიტიკური გზავნილი, რომ იგი ხედავს და აღიარებს ლგბტ მოქალაქეების წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button