მსოფლიოსიახლეები

მერკელი: “რუსეთმა გერმანიაზე კიბერშეტევა განახორციელა”

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მას წონადი მტკიცებულება აქვს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა გერმანიის პარლამენტზე კიბერშეტევა განახორციელა.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ 2015 წელს მომხდარი ჰაკერული შეტევა აშკარად ძირს უთხრის რუსეთთან სანდო თანამშრომლობას.

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ, ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და შემდეგ კი ვხედავთ, რომ არსებობს წონადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთი ასეთ ოპერაციებს ატარებს. რუსეთთან კარგი ურთიერთობების სურვილის მიუხედავად, ამას ვერ ამოვშლი ჩემი გულიდან. ეს ძალიან არასასიამოვნო და აღმაშფოთებელია“. – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

8 მაისს გერმანულმა გამოცემა Der Spigel-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2015 წელს რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი.

მსგავსი პოსტები

Back to top button