მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია-ჯონდო მდივნიშვილი
„ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობლი, როცა პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შესახებ რადიო ჰერეთს მუნიციპალიტეტის მოქმედმა მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ოცნების“რაიონული ორგანიზაციის წევრები დღეს მხოლოდ პარტიული საკითხების განსახილველად შეიკრიბნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტას მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხი-ყვარლის წინა მოწვევის პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი.
“ქართული ოცნების”პარტიული შეკრება ლაგოდეხში მედიისთვის დახურული იყო.
შეგახსენებთ, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან დღეს ლაგოდეხში მერობის კანდიდატად, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენა იგეგმებოდა.