მნიშვნელოვანირეგიონი
მესამე დღეა, გურჯაანში 33 წლის ახალგაზრდას ეძებენ

მესამე დღეა, გურჯაანში 33 წლის ახალგაზრდას ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მცხოვრები, ალექსანდრე მამისაშვილი 18 თებერვალს, საღამოს 18 საათისათვის გავიდა სახლიდან.
სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, მას შემდეგ, აღარავის უნახავს.
ალექსანდრე მამისაშვილის ძებნაში ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ასევე, სოფლის მოსახლეობა.