რეგიონი

რატომ უჩივის სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენი გურჯაანის მერიას

ბიზნესმენი,დავას გურჯაანის მერიასთან, სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს

მესამე პრეზიდენტის მეგობარი ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილი გურჯაანის მერიას უჩივის.

სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენი, სახელმწიფოს გარდაცვლილი შვილის სახელზე ნაყიდი ობიექტის პოლიტიკური მოტივით წართმევაში ადანაშაულებს და ბიზნესმენი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ რკინიგზის სადგურის ყოფილი ამბულატორიის შენობა, რკინიგზის სადგურის ყოფილი ამბულატორიის შენობა 2010 წელს, გარდაცვლილი ვაჟის სახელზე, მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით შეიძინა.

“ჩემი შვილი, ექიმების შეცდომის შედეგად გარდაიცვალა. ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ჩემი მეგობარია, გამოხატა მზაობა, რომ ჩემი ვაჟის სახელზე ერთობლივად გაგვეკეთებინა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ცენტრი, იმისათვის, რომ დაგვეცვა ადამიანები, არასწორი დიაგნოზისგან. ამ მიზნით განვახორციელე ნახევარი მილიონის სამუშაოები და 50 %-იანი წილი მივყიდე ისრაელის მხარეს, რომ ჩაედო კიდევ ნახევარი მილიონი, როგორც პირობა იყო”– ამბობს კაკალაშვილი.

ბიზნესმენის მტკიცებით, 2013 წელს, იმ საფუძვლით, რომ სამუშაოები გაჩერებული იყო, გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიამ სასამართლოს მიმართა და მფლობელისთვის ობიექტის ჩამორთმევა მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეს 7 წლის განმავლობაში იხილავდა.

2020 წლის ივნისის თვეში, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კაკალაშვილს შენობა ჩამოართვა და მერიას გადასცა.
ამ ფაქტს, ბიზნესმენი წართმევას და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

” ეს არის წართმევა, აბა სხვა რა უნდა დაერქვას ამას. დავა დამიწყეს, პოლიტიკური ნიშნით, 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე და ბოლოს, მერიას მიაკუთვნეს.
ობიექტზე, ნახევარი მილიონი მაქვს დახარჯული. არ ვიცი, მერია რას უპირებს ამ შენობას, მაგრამ გაყიდვა რომ მოინდომონ, რა სინდისით უნდა იყიდოს ვინმემ, გარდაცვლილი შვილის სახელზე ნაყიდი შენობა?” – აცხადებს ბიზნესმენი.

გურჯაანის მუნიციპლიტეტის ახლადარჩეული მერი, ზურაბ უტიაშვილი ამბობს, რომ მერის არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტისა და მერიის სასამართლო დავაზე, ინფორმაციას არ ფლობს.

” ამ საქმეზე ინფორმაცია არ მაქვს და გამიჭირდება რამის თქმა. ობიექტის გასხვისებას რაც შეეხება, ან რამე გეგმას, ვერაფერს დავგეგმავთ, როცა საქმე განხილვაშია. ბატონმა სერგიმ ალბათ გაასაჩივრა, ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო”– განაცხადა უტიაშვილმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, კაკალაშვილმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა, თუმცა პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.

სერგი კაკალაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, წლების განმავლობაში მეგობრობდა.

ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას, პრეზიდენტმა დეპუტატებს, ბიზნესმენის ლექსები წაუკითხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button