მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, ამჯერად საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვას ეხება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ყოფილ პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას ითხოვენ, რომელსაც შესაბამისი უწყება უკვე გადაეცა.ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა ჩუბინიძე ჩვენების მისაცემად.
პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას ხმა
გიული ალასანიას ხმა
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.