მნიშვნელოვანისიახლეები

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს

გორის ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა-ბოტკოველი

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს. სწორედ მათ უნდა გამოიტანონ ინფორმაცია მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად დაწესებულებაში უკვე შევიდნენ

შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სააკაშვილის გადაყვანას ციხეში არაერთი გამოხმაურება მოყვა
სასჯელს უნდა იხდიდეს მსჯავრდებული არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – ასე განმარტავს პარლამენტის ჯანმრთლეობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დაბრუნებას. ხუნდაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება ის გლდანის N 18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობას განაგრძობს

“სასჯელს უნდა იხდიდეს მსჯავრდებული არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ვიცი, ერთი დღე გადაიდო მისი გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და როცა მოხდა მისი გადაყვანა, იმ დროს გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯაბდაცვის კუითხით არ ყოფილა. როგორც ვიცი დაცული იყო ყველა წესი. თუკი დაემუქრება საფრთხე არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო დაწესებულებაც სადაც მას უმკურნალებენ, – თქვა ხუნდაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას აზრით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში დაბრუნებით “არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა”.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, “მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელია და ექვემდებარება რუსთავის ციხეში დაბრუნებას”.

ის, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა, ეს სიურპრიზი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდებოდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდებოდა,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყანაზე იძიოს შური.

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირი კანონი, წესი, არაფერი არ მოქმედებს. აბსოლუტურად ცხადია, რომ არათუ ციხეში გადაყვანა, არამედ გორის ჰოსპიტალში რეალური რეაბილიტაციაც კი შესაძლებელი იყო თუ არა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. შურისძიების განაცხადით ირღვევა პირდაპირ მისი უფლებები. ეს არის სახელმწიფოს დაზიანების მაგალითი.”

ასე ეხმაურება პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას.

სპეცლიასტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას ხელმეორედ გამოაცხადებს, ეს მისთის დამღუპველი იქნება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს,

უწყება ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი და აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა.

“მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში,” – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.

აქვე გეტყვით იმას რომ 19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​

მსგავსი პოსტები

Back to top button