მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მესამე სექტორი ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას და გამოძიებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. მესამე სექტორში ამბობენ რომ პრემირ ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერის შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულს შეიცავს.

“აქ რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. სავარაუდოდ აქ არის საუბარი ძალადობის დაგეგმვაზე, განსაკუთრებით არასრულწლოვანი ადამიანის მიმართ დაშინება და დამცირება. ესეთ კონკრეტულ საკითხში ადამიანი თუ არის გარეული, ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ეკავოს მაღალი თანამდებობა”, – ამბობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოძიების დაიყოვნებლივ დაწყებას და ჩანაწერების ავთენტურობის დროულად დაგდენას ითხოვენ.

შეგახსენებთ,”TV პირველის” პირველმა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button