მნიშვნელოვანისაქართველო

მესამე სექტორი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

“ადამიანის უფლებათა დაცვის სახლის” წევრები და პარტნიორი ორგანიზაციები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მათ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და თავი შეიკავონ ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციისგან.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის და ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ხშირად ისმის სიტყვიერი თავდასხმა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ შეიცვლება მათ მიმართ დამოკიდებულება, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე აისახება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრინა” უჩა ნანუაშვილის და “კავშირი საფარის ხელმძღვანელის” ბაია პატარაიას ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button