მესამე სექტორის შეფასებით ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები არიან

გავლენიანი ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები არიან, ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა თქვა, რომ საქართველოში კრიზისის დასრულებაზე მთავარი პასუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს.
„საუბრის თემა იყო დაკავშირებული თუ რა არის გამოსავალი, უფრო მეტად ჩვენი პოზიციები აინტერესებდა. გამოსავალი არის ისევ დაბრუნება იმ ფორმატში, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული რეფორმები და არჩევნები, თუ სურვილი იქნება მმართველ პარტიას ამისი ვერ განხორციელდება, რა თქმა უნდა ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა მმართველ პარტიაზეა მთავარი პასუხისმგებლობა”, – ამბობს გიგაური.
შეხვედრა ვიოლა ფონ კრამონსა და არასამთავრობო სექტორს შორის საათნახევარი გაგრძელდა. არასამთავრობო სექტორთან ევროპარლამენტარმა ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმებზეც ისაუბრა.
„არიან ძალიან იმედგაცრუებულები იმით, რომ ქვეყანაში აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა შესრულებაზე დოკუმენტის. ისინი ფიქრობენ, რომ პირიქით ამ ფონზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, ამავე დროს ისინი იფიქრებენ რა შეიძლება იყოს ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე, იმისთვის, რომ შეასრულონ ის ვალდებულებები რაც აიღო მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით”, – ამბობს IშFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.