მნიშვნელოვანისიახლეები

მესამე წელია ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის-პრემიერმა ქვეყნის ეკონომიურ ზრდაზე ილაპარაკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკურის ზრდის ტენდენციები შეაჯამა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მესამე წელია, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია.
მისი თქმით, თავდაპირველად მიმდინარე წლის ბიუჯეტში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო გათვლილი, თუმცა დაკორექტირდა და ზრდა 6.5%-ზეა ნავარაუდევი.

„დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც გადავაგზავნით პარლამენტში. მანამდე, მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ ძირითადად ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას ვაგრძელებთ. წელს შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. იცით, ბიუჯეტი დავაკორექტირეთ და წელს ეკონომიკის ზრდა 6.5 პროცენტზე არის ნავარაუდევი, როცა თავიდან დათვლილი იყო ძალიან კონსერვატიულად – ხუთ პროცენტზე იყო გათვლილი წლევანდელო ბიუჯეტი. ასევე, ახლა ცნობილი გახდა, რომ რვა თვეში ეკონომიკის ზრდა შვიდ პროცენტს შეადგენს, რაც ყველა ფაქტორის და გარემოების გათვალისწინებით, რაც ახლა მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, რეგიონში მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, აქაც გასამმაგებაა, რაც ძალიან სასიხარულოა ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება.

„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2%-იანი ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, მინდა, შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის, ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8 100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 2024-ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მომდევნო წლის ბიუჯეტს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ, თუმცა საბოლოო დამტკიცებამდე აუცილებელი პროცედურებია გასავლელი. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ახალი წლიდან, 1 იანვრიდან დაიწყება.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button