მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეშახტეები პროტესტის ნიშნად მიწისქვეშ რჩებიან

უკვე მეორე დღეა, ტყიბულში 11 მეშახტე პროტესტის ნიშნად 300 მეტრის სიღრმეში რჩება და შახტიდან არ ამოდის. მეშახტეებმა, თავიანთი უფლებების დასაცავად აქციის რადიკალურ ზომას მიმართეს. ამ ფორომით მათ ხელფასების კლება გააპროტესტეს.

“კომპანიამ, გეგმის შეუსრულებლობის გამო, გადაწყვიტა, რომ ისარგებლოს ხელშეკრულებაში დადებული წესით და 45 ლარზე მეტი არ აუნაზღაუროს დღიური ანაზღაურება მეშახტეებს. ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, რომ მეშახტეებს აუნაზღაურდეთ ის თანხა, რაც გეგმით იყო განსაზღვრული”, – ამბობს მეშახტე ,რუსლან ბუცხრიკიძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციას მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button