რეგიონისიახლეები

მეშახტეების აქცია ტყიბულში

მეშახტეების აქცია ტყიბულში – აქციის მონაწილეები მათთვის საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას და საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვენ.

მეშახტეები ტყიბულის მერს შეხვდნენ და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვეს.

ტყიბულის მერი კი ამბობს, რომ პრობლემებით დაინტერესდება და მის აღმოფხვრას ეცდება.

თეიმურაზ ჩუბინიძის განცხადებით, ის მომავალ კვირას მეშახტეებისა და დეპუტატების შეხვედრას უზრუნველყოფს.

მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაღუპულ მაღაროელები 10 აპრილს დაკრძალეს.

შახტის მფლობელი კომპანიის „საქნახშირის“ წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია „სამთო დარტყმამ“ გამოიწვია. მოკვლევის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების გარდა მონაწილეობენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button