მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში

ტყიბულში ათასამდე მეშახტე სამუშაო პროცესზე უარს აცხადებს. მინდელის შახტთან შეკრებილები უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას მოითხოვენ.

მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. საუბარია მინდელის შახტში ლიფტის ჩავარდნის შესახებ, რა დროსაც ლიფტში 22 მეშახტე იმყოფებოდა. მეშახტეები გადარჩნენ, ადმინისტრაცია კი, მათი პრობლემით არ დაინტერესებულა. დაწყებულია მოლაპარაკება კომპანიასთან.

მეშახტეების განცხადებით, ამ დრომდე არ არის მიღებული უსაფრთხოების ზომები, მიუხედავად იმისა, რომ შახტი, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში, რეკონსტრუქციისთვის ჩაკეტილი იყო.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა, ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა და დაზიანებული ამწე ბადის გარემონტებაა. ასევე, მეშახტეების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button