მნიშვნელოვანისაქართველო

მეშახტეების პროტესტი

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება.

ქვანახშირის მოპოვებაზე დასაქმებულები კომპანია საქ-ნახშირის მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებას და შახტში სამუშაო პროცესის აღდგენის შემდეგ, ანაზღაურების გარანტიებს ითხოვდნენ.

მეშახტეები ასევე მოითხოვენ, ოფიციალური დოკუმენტის სახე მიიღოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ შახტის მუშაობის შეჩერების მიუხედავად, მუშები ხელფასს მიიღებენ.

მეშახტეები მოითხოვენ მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძების შემდეგ საწარმოო პროცესის აღდგენასაც და უსაფრთხო პირობებში მუშაობას.

გარდა ამისა, მეშახტეები კომპანია “საქნახშირისგან” მოითხოვენ სამსახურიდან დაითხოვოს ადმინისტრაციის ხემძღვანელები, რადგან სწორედ მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო.

დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ კომპანია საქ-ნახშირის წამომადგენლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button