მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

ლიონელ მესი, “ბარსელონასთან” დადებული ახალი კონტრაქტის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

გარიგების თანახმად, 30 წლის არგენტინელის ყოველწლიური ხელფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა შესაძლოა 43 მილიონამდეც კი გაიზარდოს.

ახალი კონტრაქტით, ლიონელ მესი “ბარსელონაში” 2021 წლამდე რჩება. მან ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ეგრეთ წოდებული გამოსასყიდის მოცულობა ხელშეკრულებაში თითქმის სამჯერ გაიზარდა – 250 მილიონიდან 700 მილიონ ევრომდე, რითაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის რეკორდი მოხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button