სპორტი

მესიმ და დონარუმამ “პარკ დე პრენსზე” ჯილდოები გამოფინეს

საფრანგეთის ლიგა 1- ის მორიგ,მეთექვსმეტე ტურში პარი შენ ჟერმენმა ნიცას უმასპინძლა და ვერ მოუგო.

თამაში უგოლო ფრით დამთავრდა და გუნდებმა თითო-თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში

მატჩის დაწყების წინ მასპინძელთა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კლუბის ქომაგების წინაშე მეშვიდე ოქროს ბურთი წარადგინა

ასევე,პარიზელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ თავისი პრიზის,ლევ იაშინის სახელობის ტროფეის პრეზენტაცია მოახდინა

როგორც იცით ფრანს ფუტბოლმა 34 წლის არგენტინელს 2021 წლის ოქროს ბურთი მიაკუთვნა.

იტალიელი გოლკიპერი კი წლის საუკეთესო მეკარის სტატუსისთვის ლევ იაშინის სახელობის პრიზით დააჯილდოვა.

შეხვედრაში ორივე მოთამაშემ შეუცვლელად ითამაშა

რაც შეეხება გუნდების სატურნირო მდგომარეობას,პსჟ 41 ქულით ჩემპიონატის სათავეშია,ნიცა კი 27 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button