სპორტი

მესიმ “ოქროს ბუცი” მეექვსედ მოიგო

“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ “ოქროს ბუცი” მეექვსედ მოიგო. ევროპული ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის წოდება მას გასულ სეზონში “ლა ლიგაში” გატანილმა 36-მა გოლმა მოუტანა.

მესის უახლოეს მდევარს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს 4 “ოქროს ბუცი” აქვს, მესამე ადგილს კი ორ-ორი “ოქროს ბუცით” 9 ფეხბურთელი იყოფს, რომელთაგან მოქმედი მხოლოდ ერთია – „ბარსელონას“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესიმ “ოქროს ბუცი” ზედიზედ მესამედ მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button