მესიმ პელეს რეკორდი მოუხსნა. ბოლივიასთან მატჩში კი ჰეთ-თრიკი ჩაიწერა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/09/მესი.jpg)
სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრე დაიწყო.
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა შინ ბოლივია მიიღო და 3:0 დაამარცხა.
სამივე გოლის ავტორი ლიონელ მესი გახდა. სუპერბიჭმა 14-ე, 64-ე და 88-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა და საკუთარ გუნდს ახლა უკვე 8 თამაშიდან 18 ქულის აღებაში მოეხმარა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ნაკრების მატჩებზე არგენტინის მთავრობამ სტადიონზე ქომაგების დასწრება დაუშვა.
სანაკრებო თამაშებში მესის 78 გოლი დაუგროვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ამ შედეგით არგენტინელმა, ფეხბურთის მეფეს, პელეს 1 გოლით გადაუსწრო. მას ბრაზილიის ნაკრების მაისურით 77 გოლი ქონდა გატანილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არგენტინის ნაკრები შესარჩევი ეტაპის ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს.