მესის ასამართლებენ
ესპანეთის სახელმწიფო პროკურორმა ლიონელ მესისთვის 22 თვიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა.
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერს ბრალი გადასახადების დამალვაში ედება, რამაც სახელმწიფო 4 მილიონი ევროთი აზარალა. საუბარია საგადასახადო დეკლარაციის გაყალბების ფაქტზე, რაშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, მესის მამა ხორხეც იყო ჩართული.