რეგიონისაქართველოსიახლეები

მესტიაში მამაკაცი ხევში გადაიჩეხა

მესტიის სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა. 23 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, ქვაზე ფეხი დაუცდა. როგორც report.ge-ს მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, შემთხვევა, დაახლოებით, 14:00 მოხდა. მისივე ინფორმაციით, ცხედარი ნაპოვნი და ამოყვანილია.

როგორც მესტიის მერი აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button