მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესტიაში მეწყერი ჩამოწვა-აკრძალულია მოძრაობა

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ბეჩოსთან, ცენტრალურ გზაზე მდებარე ხიდთან ახლოს ჩამოწოლილი მეწყერის გამო მოძრაობა დილიდან აიკრძალა.

ადგილობრივების თქმით, ადგილზე სამი ტრაქტორი მუშაობს,რათა დროულად აღდგეს გზაზე მოძრაობა.

მესტიის მერი კაპიტონ კორჟოლიანი აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს,რომ გზაშია და ვითერებას ადგილზე გაეცნობა.

მოსახლეობის ცნობით, გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი მუნიციპალიტეტში გახშირებულ წვიმებს უკავშირდება.

სინოპტიკოსები ჯერ გამოდარებას არ ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button