კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესტიაში„მთავარი არხის“ჟურნალისტის მანქანა დააზიანეს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ჟურნალისტს ემა გოგოხიას, გვიან ღამით, საოჯახო სასტუმროს წინ,მესტიაში ავტომანქანა დაუზიანეს. მანქანის ოთხივე საბურავი დანით არის დაჭრილი.

ჟურნალისტი ემა გოგოხია მასალას პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის, მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო გრანტებით სარგებლობის შესახებ ამზადებდა. ღამე კი მან და ოპერატორმა მესტიაში, ანა ჩართოლანის საოჯახო სასტუმროში გაათენეს.
მისი კუთვნილი ავტომობილი ქუჩაში, სახლის გვერდით იყო გაჩერებული.

სასტუმროს მფლობელის ანა ჩართოლანის თქმით,გვიან ღამით ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ხმაური გაიგო, დილით კი მანქანა დაზიანებული დახვდათ.

“ამ დრომდე პროკურორის გადაწყვეტილებას ველოდებით,
მისი ნებაა აღძრავს თუ არა საქმეს”,-უთხრა რადიო თბილისს საოჯახო სასტუმროს მფლობელმა ანა ჩართოლანმა

დღეს მესტიასა და ლენტეხში „მაგთიკომის“ ქსელი გათიშულია, რის გამოც მესტიის მერს სატელეფონი კომენტარზე ვერ დავუკავშირდით.

ამ დროისთვის ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიის პოლიციის განყოფილებაში ჯერ არ დაუკითხავთ.
შსს კი დეტალებს არკვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button