მეტრეველი წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე წინ დამაჯერებლად მიიწევს.

მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა ჩინელი ჟიჟენ ჟანგი 6:3, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-2 განთესვის მქონე უკრაინელ დენის მოლჩანოვს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და უბზბეკმა სანჯარ ფაიზიევმა ბელორუსებს – კორენეცს და ტიბარს 6:4, 7:5 მოუგეს და ნახევარფინალში ძალებს მე-2 ნომრად განთესილ ბელორუსულ-უკრაინულ დუეტთან (დუბინსკი-უჟილოვსკი) მოსინჯავენ.

საინტერესოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი მე-2 ნახევარფინალშიც ითამაშებს. გიორგი ჯავახიშვილმა და რუსმა მიხაილ ფუფიგინმა ბელორუსებს – ლიუტარევიჩს და ზარიჩანსკის 4:6, 6:4, 10:5 სძლიეს და ფინალის საგზურისთვის მასპინძელთა კიდევ ერთ წყვილს (გერასიმოვი-ივაშკა) დაუპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button