მეტრეველმა სტამბულის ტურნირი მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა სტამბულის 10-ათასიანი ტურნირი მოიგო.
მეტრეველმა ჯამში 5 მატჩი ჩაატარა: თურქ ალპ სენტაის 6:2, 6:4 მოუგო, 6:1, 6:1 – იტალიელ ნიკოლო აპოსტოლიკოსს, ირლანდიელ დენიელ გლენსის, რომელიც მე-7 ნომრად იყო განთესილი, 6:1, 6:0 სძლია, 3:6, 7:6 (7:2), 6:1 ავსტრალიელ ბრედლი მუსლის ამ ანგარიშით მოუგო, 6:2, 5:2 კი ესპანელი ხორდი ვივე დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 449-ე ადგილზეა.