მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან დახლები აიღეს

გარემოვაჭრეების პრორტესტი ამჯერად მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ.

მას შემდეგ რაც მერიამ საქმიანობა აუკრძალა მოვაჭრეები მეტრო სადგურთან აქციას მართავენ. როგორც თავად აცხადებენ აკრძალვით შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. ამასთან მათთვის მიუღებელია შეთავაზება ბაზრებში გადანაცვლებასთან დაკავშირებით.

მოუსმიეთ აქციის მონაწილეთა ხმებს ►

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოვაჭრეების კონსტრუქციები მეტრო სადგურ “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიიდან გასულ ღამეს გაიტანა. როგორც მერიაში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული ფართების ბაზრებში გამოყოფის შესახებ. მაგალითად გლდანში ერთ-ერთ ბაზრობაზე დღესვე შესაძლებელია 120 ადგილის შეთავაზება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ეს რიცხვი გაიზრდება.

მოუსმინეთ მერიის წარმომადგენელთა კომენტარებს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button