მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – მსოფლიო სტატისტიკა

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 344 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ 153 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 3 541 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსს 84 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მარტის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიო-იორკში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მიდ-ჰადსონის ზონა 26 მაისიდან გაიხსნება.

შეგახსენებთ, აშშ კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსის 1.6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 98 000-ზე მეტი ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა. კორონავირუსმა ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატი დააზარალა, სადაც სულ მცირე, 360 000 ადამიანი დაინფიცირდა, 29 000-ზე მეტი კი, დაიღუპა.

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22 013-მდე გაიზარდა. – ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 347 398-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა და სიტუაცია ბრაზილიაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 5 420 637 შემთხვევა ფიქსირდება; გარდაიცვალა 344 256 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 2 255 060 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button