მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პირველი ინტერმუნიციპალური სააგენტო კახეთში-ძაღლების თავშესაფარი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსდება

კახეთში მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვას, რეგიონული ინტერმუნიციპალური სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს შექმნაზე რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა უკვე გასცა.
სააგენტოს შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გურჯაანში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი აშენდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, თავშესაფარს მულტიმუნიციპალური დაფინანსება ექნება.

“თავშესაფარს ყველა მუნიციპალიტეტი დააფინანსებს და მისი საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ასი ბლოკი.
თავშესაფარში ასევე შესაძლებელი იქნება ცოფზე აცრა, სრული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება, ცხოველთა გაჩუქების პროგრამა”- განაცხადა ხანდამაშვილმა.
თავშესაფარს რვა სპეციალური ავტომობილი, ერთი სწრაფი რეაგირების ავტომანაქანა , ოხდაოთხსაათიანი ქოლცენტრი მოემსახურება.
კახეთის რეგიონში, უკვე რამდენიმე წელია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაჭრას ითხოვენ.
რეგიონში ხშირია, ქუჩებში ადამიანების ძაღლისგან დაკბენის შემთხვევებიც.
ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქ თელავში, სადაც მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გამო, ღამით გადაადგილება უსაფრთხო არ არის

მსგავსი პოსტები

Back to top button