მნიშვნელოვანისაქართველო

მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ

თბილისის მეტროს მემანქანეებს სასამართლომ სამუშაო საათებში გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.

გადაწყვეტილება სასამართლომ სატრანსპორტო კომპანიის მიმართვის შემდეგ მიიღო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ მემანქანეების გაფიცვა უკანონო იყო.

მეტროში დასაქმებულებს პროტესტის რადიკალური ფორმისთვის 3 ივნისს უნდა მიემართათ, რადგან სწორედ ამ დროს ამოიწურებოდა 40 დღიანი აკრძალვა, რომელიც წინა განჩინებით იყო გათალისწინებული.

მეტროს მემანქანეები დღეს სამოქალაქო სექტორთან ერთად აქციას გეგმავენ. განმართებას გააკეთებს სატრანსპორტო კომპანიაც.

მეტროპოლიტენის მემანქანე რატი კაპანაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო კომპანია უარს ამბობს მემანქანეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

მემანქანეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა, თუმცა როგორც მათ სატრანსპორტო კომპანიიდან განუცხადეს ხელფასის მომატების რესურსი კომპანიას არ გააჩნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button