მეტროსადგურ “უნივერსიტეტის“ მატარებელი სატესტო რეჟიმში 1 თვეში გაივლის

აგვისტოდან მეტროსადგური “უნივერსიტეტი“ ამოქმედდება. მანამდე კი სატესტო რეჟიმში პირველი მატარებელი 1 თვეში გაივლის.
ახალი მეტროსადგური საბურთალოს ხაზს დაემატება. ის ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
მეტროსადგურს გააჩნია ერთადერთი საევაკუაციო გვირაბი საქართველოში, რომლის სიგრძეც 280 მეტრია. გაკეთდა 4 ამოსასვლელი.
თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეტროსადგური დღის განმავლობაში 20 ათასამდე მგზავრს მოემსახურება.
“უნივერსიტეტის” მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მეტრო სრული დატვირთვით აგვისტოდან იმუშავებს.