მეწყერი ჩამოწვა თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე

მეწყერი ჩამოწვა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა, გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 55-ე კილომეტრზე ჩამოწვა. მისივე თქმით, მეწყერი დაახლოებით, 30 მეტრის მანძილზეა ჩამოწოლილი.

ნასყიდაშვილი თქმით , ადგილზე თოვლჭყაპია და მანქანების გადაადგილება შეფერხებით , თუმცა შესაძლებელია. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც გამგეობაში ამბობენ, გზა გამოდარების შემდეგ გაიწმინდება და ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება.
ფშაველი-ომალო ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთს ბართან აკავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button