მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მეწყერი თელავში
მეწყერი თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს რამდენიმე ადგილზე, ათას კუბურ მეტრზე მეტი მიწა ჩამოიშალა.
მეწყერის ჩამოწოლამ, მესაზღვრეების სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა.
რამდენიმე ამიწის ჩამოშლის მიზეზი 17- 18 სექტემბერს მოსული უხვი ნალექი გახდა.
“ველოდებით წყლის დონის დაკლებას , რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაობს ოპერატოულად დაიწყებს”- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
გზაზე გადაადგილება ამ ეტაპზე შეზღუდულია, რადგან მდინარე ლოპოტა ჯერ კიდევ ადიდებულია.