მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეწყერის გამო მესტიაში 15 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა იქ მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, მესტიის მერთან ერთად გაეცნო.

5 დღის წინ მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა,რის გამოც 15 -მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს.

ადგილზე, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, სიტუაციის ნორმალიზებისთანავე მოეწყობა დროებითი ხიდი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

ადგილზე დღეს გეოლოგები ჩავლენ და დეტალურად შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განისაზღვრება მომავალში გასატარებელი საპრევენციო სამუშაოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button