“მეუღლის დაღუპვის გამო მაია რჩეულიშვილი შესაძლოა დროებით გამოუშვან”

“ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მისი მეუღლე, მაია რჩეულიშვილი რამდენიმე დღით პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რათა დაღუპულ მეუღლეს უკანასკნელ გზაზე გამოემშვიდობოს”,-ამის შესახებ “მეტრონომს” მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინე ცუცქირიძემ განუცხადა.

“ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, 63 წლის ვახტანგ რჩეულიშვილი, დღეს გარდაიცვალა.

“ცენტრ პოინტის” საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button