მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე იაკობი სახალხო დამცველს შეხვდება

მეუფე იაკობი ხვალ სახალხო დამცველს შეხვდება. ცნობილი ხდება ასევე, რომ ნინოწმინდის პანსიონის ადგილზე დღის სკოლა გაიხსნება, თავად დაწესებულება კი მცირე ზომის სახლად გადაკეთდება. ამის შესახებ ახლადდანიშნულმა მმართველმა,მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით სახელმწიფო საპატრიარქოს ახალ მიწის ნაკვეთებს გადასცემს, სადაც მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება.

“მიწას გამოგვიყოფენ და დავიწყებთ. სახელმწიფომ უნდა გამოგვიყოს, რა თქმა უნდა. 1000 და 1500 კვადრატამდე დაგვჭირდება თითო სახლისთვის. ეს ჩვენი სახლებისთვის ხომ არ გვინდა?
ხელისუფლების ევროკავშირის, გაეროს ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ჭორლდ Vისიონ-ისგან სრული თანხმობაა. რჩევებს და რეკომენდაციებს ყველაფერს გავითვალისწინებთ. არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა,” – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button