მეუფე იაკობი საპატრიარქოს კრიტიკას ეხმაურება

საპატრიარქოზე დარტყმა ნიშნავს, რომ ქართულ სახელმწიფოს დაარტყა-” ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის მოსალოდნელი გადაყენების შესახებ დასმულ კითხვას.
„გამოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ აი, პატრიაქრი უნდა გადააყენონ , პრორუსულმა მღვმდელმთავრებმა . ეჭვი ვისზე აქვთ ჯერ ერთი და ახლა, სადაც ჩვენ ვართ, უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ სინოდზე. ვისზე ამბობენ?! პრორუსულები კი არადა თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს იმათკენ თვითონ არიან ყველანი ნებსით თუ უნებლიეთ“,- განაცხადა ეპისკოპოსმა.
მეუფე იაკობი ასევე არ გამორიცხავს, რომ ქართული ეკლესიის ლანძღვაში ზოგიერთი მათგანი გარკვეული ძალებისგან ფინანსდებოდეს.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნება, რომ ეკლესია სუსტი იყოს. დღეს რომ ძლიერია ეკლესია, ასე ძლიერი იშვიათად ყოფილა , ამიტომ არის ვისაც არ ეზარება ბევრი შეგნებულად გვმტრობს. ზოგი არის ისე, რომ რაც აყვება ხოლმე ხმებს, მაგის გამოა. საზოგადოება რაც გარეთ არის, ეკლესიაშიც იგივე საზოგადოება ვართ, თუ მასეთი ცუდები ვართ გარეთ მაშინ რა ვყოფილვართ, დავფიქრდეთ! მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მტრების „დამსახურებაა“ ასე, რომ იქცევიან . აყოლილები არიან, ზოგი ალბათ ფულსაც იღებს მაგაში . არასდროს არ ყოფილა, სხვა დროს. ჩვენი ეკლესია პირველი იყო , როდესაც სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვქონდა .
გავიხსენოთ 1917 წელი, ჯერ იყო ეკლესიაში, რუსეთში გაფანტულმა მღვმდელმთავრებმა მოიყარეს თავი ისევ, საქართველოში და ავტოკეფალია გამოაცხადა ჩვენმა ეკლესიამ და ქვეყანამ თავისუფლება, დამოუკიდებლობა შემდეგ მოიპოვა ხო?! ამიტომ ვინც იცის, რომ საქართველოს ძლიერება მისი ეკლესიის ძლიერებაზე გადის, უნდა, რომ საქართველო დამარცხებული იყოს. ისინი ცდილობენ ეკლესიაზე ცუდი ილაპარაკონ”. – განაცხადა მეუფე იაკობმა.
საკუთარი შეხედულებები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ხირსის მამათა მონასტერში, მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა- ლოცვის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამოხატა